რეფლექსია
სოციალური
პროექტის რეფლექსია
2019 წლის მარტში სხვიტორის საჯარო სკოლის მეშვიდე
, მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეებთნ ერთად დავგეგმეთ
და განვახორციელეთ სოციალური პროექტი ,,წლების შემდეგ ჩვენ ერთად ვართ“, რომელის მიზანიც
იყო სკოლაში მოგვეწვია და პატივი გვეცა ღვაწლომოსილი პედაგოგებისათვის,
გვეჩუქებინა კიდევ ერთი ბედნიერი და
ხალისიანი დღე, გაგვეხსენებინა მათი პედაგოგიური
მოღვაწეობა ,მოგვეტანა მათთვის სიხარული , ეგრძნოთ რომ სკოლაში
მიუხედავთ იმისა, რომ ისენი სკოლაში აღარ ასწავლიან - ფიქრობენ მათზე, ახსოვთ მათი დამსახურება, რომ
მათი მოღვაწეობის გზას უკვალოდ არ ჩაუვლია და ისინი დავიწყებას არ
მისცემიან. პროექტის განხორციელების მიზანი იყო ასევე დავხმარებოდი მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, როგორიცაა , თანამშრომლობა, თანადგომა, ემპათია,
ემოციების
კონტროლი.
და
ა.შ. პროექტი
დაიგეგმა და განხორციელდა 2019 წლის მარტის თვეში. ვინიდან პროექტი მოკლევადიანია მის ფარგლებში
. მოვახდინეთ რამოდენიმე აქტივობის
დაგეგმვა -განხორციელება, თუმცა იყო შემაფერხებელი ფაქტორებიც. პროექტის განხორციელებას ვაპირებდით წინა წლის შემოდგომაზე 5 ოქტომბერს მასწავლებლის
დღის დღესასწაულისათვის, მაგრამ გარკვეული
მიზეზების გამო პროექტი გადაიდო. მოსწავლეთა
თვითმართველობის მიერ თითეული საკლასო ჯგუფიდან შეირჩა მოსწავლეები, რომელთა დახმარებით მოხდა ინფორმირება სკოლის მოსწავლეების, ადმინისტრაციის, პედაგოგების
. ვინაიდან სურვილი მქონდა პროექტი ყოფილიყო უფრო მასშტაბური პროექტში ჩავრთე მშობლებიც.
მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა აქტივობები:
v მოსწავლეების მიერ სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების
ინფორმირება.
v პედაგოგებთან შეხვედრა და ღვაწლომსილ პედაგოგების შესახებ ინფორმაციის მიღება
და გახსენება.
v პროექტისათვის ღონისძიების მასალის შერჩევა.
v ღონისძიების მოწყობა.
v პრეზენტაციები პედაგოგების მოღვაწეობაზე.
v ღონისძიება.
ყველა
აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად და წარმატებით, ნაწილობრივ გვიხდებოდა პროექტის
გეგმის ნაწილობრივ მოდიფიცირებაც, რაც გამოწვეული იყო მოსწავლეთა ინტერსებიდან გამომდინარე.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დაგეგმისთანავე
სკოლის პერსონალსა და ადმინისტრციის მხრიდან გაჩნდა ინტერესი და თანადგომა,
გვაწვდიდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციასთან
ერთად ფოტო და ვიდეო მასალებს პედაგოგების
მოღვაწეობის შესახებ. ასევე ჩართული იყვნენ მშობლებიც, ადამიანები, რომლებსაც ეს პედაგოგები
ასწავლიდნენ. პროექტის დასკვნითი ეტაპი იყო
შთაბეჭდილებით აღსავსე, გახსენება-მოგონება, საურობდნენ პედაგოგების ღვაწლზე მათ დამსახურებაზე, ( ღონისძიების ამსახველი მასალა განთავსდა სკოლის გვერდზე), მომავალში მსგავსი პროექტის გაგრძელებისას დავგეგმავთ უფრო მეტ და მრავალფეროვან აქტივობებს,
მოვახდენთ პროექტის მოდიფიცირებას, ჩავრთავთ მეტ მოსწავლესა და მშობელს, თემს, საზოგადოების
იმ ნაწილს, ვისაც გაუჩნდებათ ინტერესი, რომ აიმაღლოს სამოქალაქო ცნობიერება.გავითვალისწინებთ
როგორც პროექტის მონაწილეთა საჭიროებებს ,
ასევე ბენეფიციართა უნარებსა და
საჭიროებებს. მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობისას
განუვითარდათ დამოუკედებელი მუშაობის, თანადგომის, კომუნიკაციის,
ურთიერთთანამშრომლობის, მოთმინების უნარები.
ამრიგად, პროექტის ფარგებში განხორციელებულმა
აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგავნახა, რომ ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოხუცთა თავშესაფარი და იქ ცხოვრება
არ არის ცხოვრების დასასრული და ტრაგედია.
ჩვენი აქტივობით ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, შექმნას თანასწორი ურთიერთობის სივრცე ნებისმიერი სახის უმცირესობასა და საზოგადოების უმრავლესობას შორის.
პროექტის მიმდინარეობის ფოტო მასალა
განთავსებულია ბმულზე:
მასწავლებელი
- ე.ზაბახიძე
2019
წლის 28 მარტი
Comments
Post a Comment